მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის დონით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთია. სოციალური მხარდაჭერა პენსიების დონეს, სამედიცინო დახმარებით მოსახლეობის უზრუნველყოფას და სამუშაო ადგილების შექმნას მოიცავს.ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საფრანგეთმა სახელმწიფო სოციალურ მხარდაჭერაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 32% დახარჯა.
ანგარიშის მიხედვით, სოციალური მხარდაჭერის დონით მეორე ადგილზე ბელგია, მესამეზე კი ფინეთია. სოციალური მხარდაჭერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩრდილო კორეას აქვს, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მთლიანი შიდა პროდუქტის 11.1%-ს ხარჯავს.