მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.