დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობის ე.წ.აგრესიული ტესტირება მეოთხეული გადაცემის შემდეგ, კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება.
როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტესტირება "მაქსიმალურად ბევრ ადგილას განხორციელდება". თუ როგორია სიტუაციის განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი იმნაძე პასუხობს რომ ის ნოსტარდამუსი არ არის და პროგნოზის გაკეთება რთული იქნება.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, ჩინეთთან და კორეასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კვირის ბოლოს ე.წ. აგრესიული ტესტირებების ჩამოტანა შესაძლებელი იქნება, რომლის მეშვეობითაც ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოხდება.