სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატს გადასცემს, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებენ. მაისიდან მოყოლებული სააგენტო ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ახორციელებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. პირველი ეტაპი გულისხმობდა თხილის ფართობების დამუშავებას და მასშტაბური ღონისძიებების გატარებას. მისივე თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს, რომელშიც 40 ერთეულამდე ტექნიკა და ავიაციაცაა ჩართული.
მავნებელი გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში, გურიისა და იმერეთის ნაწილში. აროსანა სწრაფად მრავლდება, ერთი მავნებელი დაახლოებით 250 კვერცხს დებს და 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება. ფაროსანამ წელს დიდი ზიანი მიაყენა თხილის მოსავალს.