ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში მესხიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადილიდან იტყობინება, ცეცხლი მესხიძეების სახლთან რამდენიმე ათეულ მეტრშია.ოჯახის წევრების განცხადებით, სოფელზე ცეცხლის გავრცელება რომ არ მოხდეს, ადგილზე არავინ მუშაობს.სოფლის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. ისინი ხელისუფლებას და მეხანძრე მაშველებს დახმარებას ითხოვენ.