მოსახლეობა "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით მოსახლეობამ ტერიტორიაზე პარკი თავად გააშენა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა კი ის სრულად გაანადგურეს.
როგორც "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, "ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა ამ ქმედებით კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
მოსახლეობის პროტეტსტ შეუერთდნენ მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებიც.
მოსახლეობის პროტეტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მერის თქმით, "ანას ბაღს" არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს.