საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. 2.000.000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ერთი ფიზიკური პირისა და სამი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორი მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს. რის შედეგადაც 13 329 181 დოლარს დაეუფლნენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშ გადარიცხეს. ამ თანხიდან საქართველოში თითქმის ორი მილიონი დოლარი გადმოირიცხა ბრალდებულის პირად ანგარიშზე. აღნიშნული მოქმედების შედეგად ადგილი ჰქონდა 2 მილიონი დოლარის გათეთრების მცდელობას.
დანაშაული, 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.