მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი - მასში მირზა სუბელიანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს.ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მორიგი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც კვლავ გლდანის ციხეში მყოფი მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. აუდიოფაილისმიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზესაუბრობს.მირზა სუბელიანის თქმით, აქვს ჩანაწერები, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაბრაზებულია და საკუთარი თავი გადაზღვეული აქვს იმ მტკიცებულებებით, რომელიც 2014 წლამდე მოიპოვა.