რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 136%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში რუსეთიდან 313.9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი სწორედ რუსეთიდან გადმოირიცხა. მას მოსდევს იტალია - 36.82 მლნ აშშ დოლარით, სამეულში ხვდება ასევე: აშშ, საიდანაც 27.78 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამში, 2022 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 1 502.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 169.4%-ით ანუ 318 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობითვე, 2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 85.1 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.