მსოფლიოს მასშტაბით მორიგი კიბერშეტევები განხორციელდა. ამჯერად ჰაკერების თავდასხმამ უკრაინული, რუსული, ბრიტანული, ამერიკული, რუმინული, ჰოლანდიური და ნორვეგიული სამთავრობო, ასევე კერძო სტრუქტურები დააზარალა. ყველაზე დიდი ზიანი უკრაინას მიადგა, სადაც კიბერშეტევები ბანკებზე, ასევე გადამზიდავ და სარელამო კომპანიებზე განხორციელდა. პარალელურად ჰაკერების თავდასხმამ რუსეთის უდიდესი ნავთობ-კომპანია, "როსნეფტი" დააზარალა, სადაც კომპიუტერები და სერვერი გაითიშა. დიდ ბრიტანეთში კიბერთავდასხმა ძირითადად მსხვილ სარეკლამო კომპანიებზე განხორციელდა. აშშ-ში კი ყველაზე დიდი ზარალი ფარმაცევტულ კომპანია "მერკს" მიადგა. ვირუსი, რომელსაც ჰაკერები ავრცელებენ ცნობილი ვირუსის Wannacry-ის მსგავსად მოქმედებს. ის კომპიუტერში არსებულ ფაილებთან წვდომას ზღუდავს და მფლობელს ფაილებთან წვდომის აღსადგენად ფულის გადახდას სთხოვს. ახალ ვირუსს ექსპერტებმა GoldenEye - იგივე "ოქროს თვალი" დაარქვეს. სირიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებზე, კოალიციური ძალების იერიშებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა