აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, 2018 წლის განმავლობაში შეწყდა 475 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია. ამასთან, სააღსრულებო ბიუროების მიერ ჯამში 115 ათას 078 სააღსრულებო წარმოება დასრულდა.
ბიუროს ინფორმაციით, მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2018 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც. ცნობისთვის, გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.
2018 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 250 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია.