მორგან ორტაგუსი - აშშ მზად არის, ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხზე რუსეთთან შეხვედრა დაუყოვნებლივ გამართოს - Palitra News

მორგან ორტაგუსი - აშშ მზად არის, ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხზე რუსეთთან შეხვედრა დაუყოვნებლივ გამართოს

2020-10-21 09:15:32+04:00

აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა რუსეთთან ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.

„ვაფასებთ რუსეთის სურვილს, მიაღწიოს პროგრესს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე. შეერთებული შტატები მზად არის შეთანხმების მიღწევის მიზნით დაუყოვნებლივ შეხვედრისთვის,“- განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზად არის, აშშ-სთან ერთად ერთი წლით გაყინოს ბირთვული იარაღის მარაგები იმ შემთხვევაში თუ New START-ის შეთანხმება ამავე პერიოდით გახანგრძლივდება და თუკი აშშ-ს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება.