„ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში დაყენების შესახებ წესი წელს ამოქმედდება - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.მისი თქმით, რაჭაში სიმძლავრეები უკვე არსებობს, რომ მოსავლის გადამუშავება ადგილზე მოხდეს.
მუხუზლას თქმით, ხვანჭკარა დაცული ადგილწარმოშობის ღვინოა. რამდენიმე წელია დაგეგმილია, რომ ღვინის - „ხვანჭკარა“ დამზადება მომხდარიყო ადგილზე, ანუ ზონაში, სადაც მისი მოყვანა ხდება. თუმცა, იმის გამო რომ რაჭაში არ იყო საკმარისი სიმძლავრეები ღვინის დასამზადებლად, ამ პროცესის გადადება ხდებოდა. ახლა კი, როგორც მუხულამ განაცხადა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ხვანჭკარას“ დამზადება მოხდება მხოლოდ რაჭაში.
შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად 2017 წელს გაკეთდა. მაშინვე ითქვა, რომ ღვინის გადამუშავება 2019 წლიდან დაიწყებოდა, მოგვიანებით ეს ვადა 2021 წლამდე გადაიწია, თუმცა პანდემიის მიზეზით, მორატორიუმი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. 2022 წლის ,,ხვანჭკარას“ მოსავალი სრულად რაჭაში გადამუშავდება.