მორაგბე,"შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე პოლიციის ვაკის სამმართველოში რამდენიმე პირი გამოიკითხა.
რაგბის კავშირის თანამშრომლების განცხადებით, საგამოძიება უწყებაში მათ სტანდარტული კითხვები დაუსვეს. რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის ნიაზ მამრიკიშცვილის ინფორმაციით, გასროლის მომენტში ის თავის ოთახში იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, რამაზ ხარაზიშვილის ჭრილობა ფეხზე ჰქონდა მიყენებული.
შეგახსენებთ მორაგბე, "შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.