სამართალდამცველებმა აჭარაში ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის, სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მეორე ბრალდებული პოლიციამ ბათუმში, მოპედის მოპარვის მცდელობისას დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.