მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ ცვლილების ამოცანას ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან დაახლოება წარმოადგენს. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობის კატეგორიებს AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიებიც არის დამატებული.
აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის 1-3-ე კვარტალშია დაგეგმილი.