მოპარული ოქროს ჯვრები და ბეჭდები - ბორჯომში 2 ბინა გაქუდეს. დაკავებულია 33 წლის ახალგაზრდა, ის წარსულში ნასამართლევია. დაადგინა, რომ ბორჯომში მან ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე 2 ბინა გაქურდა. პოლიციამ ის თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, დააკავა. მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.