17:56
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Moody's 2019-2020 წლებში დიდი ოცეულის ქვეყნების მშპ-ს 2,6%-იან ზრდას პროგნოზირებს
19-11-2019

საერთაშორისო სარეტინგო სააგენტო Moody's 2019-2020 წლებში დიდი ოცეულის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 2,6%-ის ფარგლებში, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის ტემპის - 2,8%-მდე დაჩქარებას პროგნოზირებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში წერია.

სააგენტოს ექსპერტებს 2020-2021 წლებში გლობალური ეკონომიკის რეცესიის მოლოდინი არ აქვს. თუმცა, მათივე განცხადებით, ზრდის დაბალი ტემპები და დაბალი ინფლაცია ეკონომიკას ნეგატიური პროცესებისადმი უფრო მოწყვლადს ხდის.

Moody's-მა მსოფლიო ეკონომიკისთვის საკვანძო რისკად სავაჭრო საკითხებში უთანხმოების ესკალაცია დაასახელა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები