მონტენეგროში რელიგიური თავისუფლებისა და რელიგიური ჯგუფების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მიღებულ კანონპროექტს დაპირისპირება მოჰყვა. ქვეყნის პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შემდეგ მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ცვლელებებს კოალიციურმა მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომის ჩასაშლელად დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ამის გამო სამართლამდაცველებმა ოპოზიციის ყველა დეპუტატი დააკავეს და 15 დღით პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა აუკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონპროექტმა მონტენეგროში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ახალი კანონპროექტი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებებს ამცირებს.