PIXAR - ანიმაცია კინემატოგრაფიის პარალელურად ვითარდება და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების გასართობი საშუალებების ჩამონათვალში, რაც პირველ რიგში ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების მონდომების, ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ანიმაციური ფილმის შინაარსი და მისი ხარისხი ნებისმიერი ასაკის მაყურებლის ყურადღებას იქცევს და შესაბამისად ეს სფეროც წლიდან წლამდე ახალ კონკურენტ ბრენდებს წარმოშობს, რომელთა შორის ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. Pixar-ი, ამერიკული კომპანია, რომლის მოღვაწეობის განმავლობაში უკვე 25-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია შექმნილი. რამდენიმე მათგანის ჩამოთვლა საკმარისი იქნება კომპანიის შესაძლებლობების ხაზგასასმელად: „მონსტრების კორპორაცია“, „კოკო“, „თოჯინების ისტორია“, „გულადი“ და. ყველაფერი კი ასე დაიწყო.
1979 წელს კომპანია Lucafilms-თან დაარსდა კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის მასშტაბები წინა საუკუნის 90-იანი წლებისთვის ანიმაციური ფილმების მწარმოებლამდე გაიზარდა, დღეს კი ის Walt Disney Company-ის დამოუკიდებელი ნაწილია და განაგრძობს მაყურებლის მოხიბვლას საინტერესო ნამუშევრებით. ბრენდის მთავარი განმასხვავებელი დეტალი კი კომპიუტერული სისტემების განვითარება და ამ საშუალებით საინეტერესო პროდუქტის შექმნა იყო. ზოგადად კომპიუტერული გრაფიკა ფენომენალური მოვლენაა, რომლის საშუალებით მნიშვნელოვანი მიღწევები სრულდება სხვადასხვა სფეროში. დაახლოებით 30 წლის უკან კომპიუტერის გამოთვლითი სისტემის მეშვეობით გასაოცარი, თუმცა ამავდროულად საკმაოდ ძვირადღირებული და რთულად შესასრულებელი პროცესი იმართებოდა. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი გამოსახულება რეალურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რაც ჩვენი საუკუნის მიღწევებთან შედარებისას თვალსაჩინოა. ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები მაღალკვალიფიციური გენიოსები იყვნენ, რომლებიც ფაქტობრივად ნულიდან ითვისებდნენ და ავითარებდნენ ამ ტექნიკას.
კომპანია Pixar-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპიუტერული გრაფიკის განვითარების პროცესში და ამავდროულად ასობით საინტერესო და ბევრისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმი შექმნა. Pixar Animation Studios დაფუძნებულია კალიფორნიაში კერძოდ - ემერივილში. მაყურებელს მინდა განვუმარტო, რომ წინა საუკუნის 70-იან წლებში კომპიუტერული გრაფიკა უკვე ცნობილი იყო და მათ შორის კომპიუტერულ ანიმაციაც. ამ ტექნიკას ხშირად კინო ინდუსტრიაშიც იყენებდნენ, ასე მაგალითად ჰიჩკოკის ფილმში „თავბრუსხევევა“ გრაფიკული გამოსახულებით შექმნილი ეფექტით არის დატვირთული. თუმცა ეს უმნიშვნელო ნაბიჯები იყო. გამოსახულება 2D გამოსახულებაში იწყობოდა, ანუ გამოსახულების გენერირება ხდებოდა ერთ სიბრტყეში ჰორიზონტალური X და ვერტიკალური Y კოორდინატორებით რასაც კიდევ Z ემატებოდა, რომელიც სიღრმეს გამოსახავდა და შესაბამისად ამას ეყრდნობა 3D გრაფიკა. Z-ის დამატება პირველად ედ კეტმელის ფრედ პარკთან თანამშრომლობით შედგა, რომელთაც შექმნეს პირველი 3D ანიმაცია.