საერთაშორისო მარათონთან "მსოფლიო რბენა" დაკავშირებით, 5 მაისს, კახეთში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება. ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.