მობილური კავშირის უახლესმა ქსელმა 5G-მ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება მონაკოში. ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse (AFP) კომპანია Monaco Telecom-ის პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს.მისი თქმით, მონაკო გახდა პირველი ევროპული სახელმწიფო, რომლის მთელი ტერიტორია ახალი სტანდარტის ქსელით სრულად დაიფარა. ცნობისთვის, ქსელის მოწყობილობა ჩინური კომპანია Huawei-ის მიერ არის შექმნილი და დამონტაჟებული. Monaco Telecom-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ქსელის ამუშავება არის ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელსაც ქვეყანა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განახორციელებს. ახალი ქსელი ხელს შეუწყობს მონაკოს აამოქმედოს როგორც ტრანსპორტთან, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთელი რიგი სერვისები.