ელექტროენერგიის გადახდის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დეკემბერში მომხმარებელმა "თელმიკოს" ორი ქვითარი მიიღო, რაზეც კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთი ქვითარი მოსახლეობამ ჩვეულ დროს მიიღო, ხოლო მეორე ქვითრის გაგზავნა მოხდა, იმის შემდეგ, რაც კომპანია “თელასმა” დეკემბრის ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ აიღო ჩვენება.
“თელმიკოს” განცხადებით, შესაბამისად მეორე ქვითარი დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯს ასახავდა. თუ პირველ ქვითარში ასახული იყო ელექტროენერგიის ხარჯი 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ჩვენება 30 დეკემბერს აიღეს, შესაბამისად მეორე ქვითარი ასახავდა 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯს.
კამპანიის ცნობით, ჯამში ორივე ქვითარი დეკემბრის სრულ ხარჯს ასახავს.