თავს როდესაც აცხადებ კანონგარეშედ, ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა დღეს, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ურჩევდნენ და აგულიანებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა თითქოს არის დემოკრატიული გზა.