ლეგენდარულმა მომღერალმა იგი პოპმა საკუთარი ყავა გამოუშვა. კომპანია Stumptown-თან თანამშრომლობით შექმნილი ყავის ბრენდის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ყავის სახელწოდებაა — Indonesia Bies Penantan და ის ინდონეზიის პროვინცია აჩეხშია მოყვანილი. აღწერილობის მიხედვით, ყავას ფინიკის და მუსკატის თხილის ნოტები და შოკოლადის გემო აქვს.
შეფუთვის დიზაინზე თავად იგი პოპმა იზრუნა. ის შავ-თეთრ ფერებშია გაფორმებული, მინიმალისტური ვიზუალით, მომღერლის პატარა ფოტოთი და ხელმოწერით.
ყავის შეძენა მხოლოდ Stumptown-ის ინტენეტ-მაღაზიაში ან ცალკეულ ყავახანებში არის შესაძლებელი. მისი ფასი 340 გრამიან შეფუთვაზე 19 დოლარია.