მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს. მომღერალი ტაძრიდან მისი ცნობილი სიმღერის, „მელიქიშვილის გამზირის" ფონზე გამოასვენეს.
ანჩისხატის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, მომღერლის მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი, კახი კალაძეც.
ზურაბ დოიჯაშვილი ანჩისხატის ტაძრიდან ტაშით გააცილეს. მომღერალს დღესვე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.