მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ზურა ხაჩიძემ "პალიტრანიუსს" დაუდასტურა. მისივე თქმით, დღეიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. მისივე განმარტებით, ის ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით იმუშავებს.20016 წელს ზურა ხაჩიძე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.