მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა. ლეგენდარულმა მომღერალმა სიცოცხლე მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა. თავშესაფრის ხელმძღვანელის, მერაბ შათირიშვილის თქმით, მომღერალს ფილტვების ანთება დაემართა. ის ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი, თუმცა მოგვიანებით, საავადმყოფოდან გამოწერეს.
მისივე თქმით, მასთან ხშირად მოდიოდა ქალიშვილი და ყოფილი მეუღლე. ბოლოს მომღერალი მალიბუ იმყოფებოდა სტუმრად და მისი სიმღერა "კართან მოდგა შემოდგომა" შეასრულა. არჩილმა სიმღერა იცნო და ატირდა, ა-აღნიშნა "რეიტინგთან "საუბარში მერაბ შათირიშვილმა.
იხილეთ, არჩილ ჩიხლაძის შესახებ მომზადებული palitranews-ის სიუჟეტი