ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი, ბენდის Arrows სოლისტი ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
1974 წელს მერილმა ჯგუფი Arrows დაარსა. მის მიერ დაწერილი კომპოზიცია I Love Rock n' Roll ბენდის სავიზიტო ბარათი გახდა. სიმღერის ქავერ ვერსია წლების განმავლობაში არაერთმა შემსრულებელმა, მათ შორის ჯოან ჯეტმა და ბრიტნი სპირსმა ჩაწერა.