ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაში ამ დრომდე 73 ათასზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ბექა ფერაძის განცხადებით, უწყებას მოლოდინი ჰქონდა რომ ამ კატეგორიაში 46 ათასამდე იურიდიული პირი მოხვდებოდა, თუმცა მონაცემების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მომეტებული საფრთხის შემცველი კომპანიების სიაში გაცილებით ბევრი კომპანია მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ის მეწარმეები, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში იყვნენ რეგისტრირებულნი. ამასთან, ის იურიდიული პირები, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში პროფილი არ ექნებათ მითითებული ათასი ლარით დაჯარიმდებიან.