მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა გამყარებას აგრძელებს. მას შემდეგ რაც ვალუტის შემქმნელებმა ნოემბრისთვის კიდევ ერთი გაყოფა, ე.წ. segwit დაანონსეს, ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4000 დოლარს გადააჭარბა. სპეციალისტების განმარტებით, ბიტკოინის ფასის ზრდას, აზიურ ქვეყნებში მასზე გაზრდილმა მოთხოვნამ შეუწყო ხელი. გლობექს ანალიტიკსის მთავარი ანალიტიკოსი მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის გამყარებას ინვესტორების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნასაც უკავშირებს. გიორგი ფუხაშვილის თქმით, ბიტკოინის გამომუშავება საქართვლოშიც მატულობს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად გადახდის საშუალებად ბიტკოინსაც იღებენ.ბიტკოინით სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენა ქართველ მომხმარებლებს e-money-ს საშუალებით შეუძლიათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ორ წელში ბიტკოინით ოპერირების მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.