რობოტი სოფია გაეროს სხდომაზე გამოჩნდა. ის გენერალური მდივნის მოადგილეს ამინა მოჰამედს გაესაუბრა და ხელოვნურ ინტელექტზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. "მომავალი უკვე აქ არის. ჩვენ უფრო ჭკვიანები და დაუმარცხებელ შედეგზე ორიენტირებულები ვართ. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანებს დაეხმაროს მსოფლიო რესურსები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, ისეთი როგორიცაა წყალი და საკვები," - განაცხადა სოფიამ.
ამ ინტერვიუს დროს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ამინა მოჰამედმა საზოგადოებას შეახსენა ხელოვნური ინტელექტის საშიშროებები და განაცხადა, რომ ადამიანებმა მანქანების განვითარება უნდა აკონტროლონ.
2016 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში სოფიამ განაცხადა, რომ ადამიანებს გაანადგურებს. მოგვიანებით, 2017 წელს მან თქვა, რომ მსოფლიოს დაპყრობა უნდა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს ხუმრობაა. რობოტს 60-მდე ემოციის გამოხატვა შეუძლია, მის თვალებში კამერებია დაყენებული. ჰუმანოიდის დაპროექტებისას მისი შემქმნელი დევიდ ჰადსონი (David Hanson) მსახიობ ოდრი ჰეპბერნის სახეს იყენებდა.