როგორც მეცნიერები პროგნოზირებენ, რობოტები მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ელემენტები გახდებიან. Robobo ეს არის მომავალი თაობის შემეცნებითი რობოტი , რომელიც სმარტფონს იყენებს როგორც ტვინს. ბავშვებს შეუძლიათ მისი დაპროგრამება კომპიუტერის ან პლანშეტის მეშვეობით. როგორც ამბობენ, მოწყობილობას შეუძლია ფერების აღქმა ისევე როგორც თქვენ, ასევე სახეების, ხმებისა და ნივთების გარჩევა. ის გრძნობს როდესაც მას ეხებით, შეუძლია ლაპარაკი და ემოციების გამოხატვა. რაც მთავარია, Robobo-ს შეუძლია გადაადგილება. შესაბამისად მას შეუძლია თავისუფლად ნავიგაცია, ისე რომ არაფერს ეჯახება. მისი შემქმნელების თქმით, რობოტის დაპროგრამება და მართვა შეუძლიათ ისევე როგორც მოყვარულებს, ასევე ექსპერტ პროგრამისტებს. მოწყობილობას შეუძლია Wi-Fi-ისთან დაკავშირება, აქვს GPS, აქსელერომეტრი და ხმის ამომცნობი ფუნქცია. მისი შემქმნელების თქმით, რობოტის გამოყენება შეიძლება სწავლის პროცესის დროს და კლასში სხვადსხვა ექსპერიმენტის ჩატარებისას. ამგვარად ბავშვები ეჩვევიან რობოტის დაპროგრამებას, მართვას და მასთან ურთიერთქმედებას. პატარები ადრეულ ასაკში სწავლობენ რობოტიკის საფუძვლებს და უვითარედაბთ ისევე როგორც ლოგიკური აზროვნების უნარი, ასევე შემოქმედებითი უნარჩვევებიც.