მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება. პროცედურებზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. თალაკვაძის ინფორმაციით პირველ საჯარო განხილვას "საზოგადოებრივი მაუწყებელი", ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს პირდაპირ ეთერში განხილვების გადაცემა, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო მოხდება