მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენს. გახარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მივა. ის ისაუბრებს გაწეულ მუშაობაზე, დეპუტატებს სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა ასახულია 30 აპრილი-3 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში.