ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისზე სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო უგემრიელესი სამზარეულოთი, საინტერესო ისტორიითაა და მომაჯადოებელი ადგილების სიუხვით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ხდება.
ამასთან, მასალის მიხედვით, თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევა და ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-მა თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით ავიამიმოსვლა გასული წლიდან დაიწყო.