20:41
28 მაისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მოლებში, ბაზრობებსა და ბაზრებში თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას კვლავ სახელმწიფო აფინანსებს
07-01-2022

მოლებში, ბაზრობებსა და ბაზრებში თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას კვლავ სახელმწიფო აფინანსებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნეს სუბიექტებში დასაქმებულთა კოვიდ19-ზე ტესტირების დაფინანსება 2022 წლის იანვრიდან უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ცვლილება გადავადდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ მდგომარეობით, დაფინანსება 1-ელ თებერვლამდე კვლავ ძალაშია. ამასთან, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, 1-ლი თებერვლიდან დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას შეწყვეტს სახელმწიფო თუ კვლავ გადაავადებს ცვლილებას.

ცნობისთვის, ამ ტიპის ობიექტებისთვის, სავალდებულო იყო, რომ თანაშრომელთა 20% ყოველ 14 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები