დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 15 ათასამდე გატესტილი ტაქსის მძღოლიდან კორონავირუსის მძღოლების მხოლოდ 0.6 პროცენტს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ვირუსზე ტესტირება ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა და მათ შემთხვევაშიც ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0.6 პროცენტია.
ამ დროისთვის ტესტირება ჩაუტარდა 6200 პედაგოგს და მათ შორის ინფიცირების მაჩვენებელი 0.3 პროცენტია, ხოლო მოლებში დასაქმებული 6217 ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 3 პირს დაუფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გატესტილია 7 ათასამდე რელიგიის მსახური და მათ შორის ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 1.3 პროცენტს შეადგენს.