მოლდოვაში კორონავირუსის გამო 30 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საპარლამენტო უმრავლესობამ 31 მარტის სხდომაზე მიიღო. პროექტის თანახმად საგანგებო მდგომარეობა 60 დღით, 2021 წლის 1-ლი აპრილიდან 30 მაისამდე იქნება ძალაში. ამასთან, მთავრობამ უნდა მოამზადოს შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანაში უნდა დაწესდეს. შეგახსენებთ, 29 მარტს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოში კვორუმის არარსებობის გამო იგორ გროსუს მთავრობისთვის ხმის მიცემის პროცედურა ჩაიშალა.