დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში პირველად მოლდოვამ რუსულ გაზზე უარი თქვა და ბუნებრივი აირი ალტერნატიული მიმწოდებლისგან შეიძინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწოდება უკრაინის გავლით განხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-მა კონტრაქტი პოლონურ კომპანია PGNiG-თან მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენაზე გააფორმა.
დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ოცდაათი წლის განმავლობაში, მოლდოვა გაზს ექსკლუზიურად რუსულ მიმწოდებელ „გაზპრომისგან“ ყიდულობდა.