მკვლელობა თბილისის ცენტრში - ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, სოსო ჯოხაძე ადგილზე გარდაიცვალა - დაჭრილია კიდევ ერთი პირი. შემთხვევა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. მოკლული სოსო ჯოხაძე ნასამართლევია და მისი სახელი არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.