პირთა ნაწილი, ვინც ბინას აქირავებს, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. პროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო ინიციატორი „ევროპული საქართველოა“. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილების მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი ფასების დაწევა.
როგორც ცნობილია, უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, პირი 5%-ს იხდის. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ის პირები, რომლებიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან, გაქირავებიდან შემოსავლების სახით წელიწადში 30 ათას ლარზე ნაკლებს მიიღებენ, აღარ დაიბეგრებიან.