პირები, რომლებიც უძრავი ქონების გაქირავებით შემოსავლის სახით წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს მიიღებენ, 5%-ით აღარ დაიბეგრებიან. ამ ცვლილებას ითვალისწინებს ევროპული საქართველოს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. როგორც უძრავი ქონების სააგენტო მაიკლიენტ.ჯიში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება ბინის გაქირავების ფასებს ვერ შეამცირებს, თუმცა გამქირავებლებს მეტ შემოსავალს მოუტანს. ამასთან, გვანცა გუჯელაშვილის განმარტებით, ცვლილება მეიჯარეებსა და მოიჯარეებს შორის კონტრაქტების გაფორმებასა და დეკლარირებული საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.