საზარელი შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ ციხისძირში მოხუცმა ქალმა შვილი ნაჯახით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული მოხუცი სამმართველოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მან შვილი - 50-წლამდე მამაკაცია, ნაჯახით მოკლა.