ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს მიესალმება, მისი განცხადებით საქართველოში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ევროპარლამენტის წევრებს მოახსენა. შეგახსენებთ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება. დისკუსიას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.