რთული წარმოსადგენია, თუმცა 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარტო სახლში ტელეეკრანებზე გამოჩნდა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თუ არა წინასაახალწლო ტრადიციები მაინც მნიშვნელოვნად შეცვალა. კრის კოლამბუსის არაჩვეულებრივი კომედია, რომელიც საშობაო არდადაგებზე სახლში მარტო დარჩენილ ბიჭუნასა და ორ უიღბლო მძარცველზე მოგვითხრობს, დიდი ხანია იქცა ოჯახური კინოს მთავარ ბესტსელერად და საახალწლო დღესასწაულების აუცილებელ ატრიბუტად. ამიტომ, საშობაო ფილმების ხუთეულის სათავეში მას დამსახურებული ადგილი აქვს.
რეალური სიყვარული - 2003 წელს გადაღებული საშობაო-რომანტიკული კომედიაა. რვა სრულიად განსხვავებული წყვილის ისტორია,რომელთაც შობა აერთიანებს,წინასაახალწლო პერიოდში ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ფილმია. ფილმის რეჟისორი რიჩარდ კურტისია. მთავარ როლებს კი ასრულებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ჰიუ გრანტი, კირა ნაიტლი და ლიამ ნილსონი.
შვებულება-კიდევ ერთი ფილმი რომლის გარეშეც არ ჩაივლის საახალწლო საღამოები.2006 წელს გადაღებული რომანტიკული ისტორია მოგვითხრობს ორ იმედგაცრუებულ ქალზე,რომლებიც მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილებიდან ერთმანეთს სახლებს გაუცვლიან.ზამთრის შვებულების დროს ორივე მათგანი საყვარელ მამაკაცს პიულობს.ფილმში შეხვდებით ისეთ მსახიობებს როგორებიც არიან-კამერონ დიასი,ქეით უინსლეტი, ჯუდ ლოუ და ჯეკ ბლექი.
სეტ გორდონის კომედიური ჟანრის ფილმი ოთხი შობა ტელეეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.ფილმი არის წყვილის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს მათი ოთხი მშობელი მოინახულოს. მთავარ როლებს ვინს ვოგენი და რიზ ვიზერსპუნი ასრულებენ. კრიტიკოსებში ფილმმა არც თუ ისე კარგი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ამის მიუხედავად ოთხი შობა დღესასწაულების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ფრენკ კაპრას “ეს მშვენიერი ცხოვრება“ 1946 წელსაა გადაღებული. ფილმი წარდგენილი იყო 5 ნომინაციაში ამერიკის აკადემიის დაჯილდოვებაზე, მათ შორის ერთ-ერთი ნომინაცია იყო საუკეთესო ფილმი. მიუხედავად იმისა რომ ფილმი ამერიკულ კლასიკად იქცა საკმაოდ დაბალ შემოსავლიანი აღმოჩნდა.