ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ. კერძოდ, აღნიშნული ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უნდა წარუდგინონ, გადასახადი კი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა უნდა გადაიხადონ.
ამასთან, გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 ათასი ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.