მოქალაქეთა ნაწილი 1-ლი თებერვლიდან პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებს. საუბარია, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებზე, რომლებიც ქაღალდის ძველ პირადობის მოწმობას ფლობენ და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა პირადობის ელექტრონული მოწმობა.
ამ პირებს ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა. აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
ამასთან, აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.