"ახალციხე - ბათუმის" ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.პროექტის ფარგლებში მოექცა ახალციხის რაიონის სოფელ ფერსაში უშანგი აფციაურის საკუთრებაში არსებული ათას 900 კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - კერძოდ, 58 კვადრატული მეტრი.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დასახელებულ პირს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება მიეცა, რაზეც მან უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.