ხელისუფლებისა და პარტია მოქალაქეების ლიდერების შემდეგ პოზიციები კვლავ დასაზუსტებელია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცადა
„ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის და ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხს, ელისაშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის.
ლევან იოსელიანის ინფორმაციით, მისი ალეკო ელისაშვილისა და ქართული ოცნების შეხვედრები გაგრძელდება რადგან შეთანხმება პირველ შეხვედრაზე მიღწეული არ არიას. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით შეხვედრაზე პოლიტპატიმრების საკითხი არც კი განხილულა.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად ქცევის თაობაზე ოპოზიციის ერთი ჯგუფის შეთავაზებას, მდინარაძემ მას „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს აბსურდული იდეაა, როგორც იურიდიულად, ასევე პოლიტიკურად.